საზოგადოება
15.06.2022 12:48
გორის მუნიციპალიტეტის ცალკეულ მონაკვეთებზე დღეს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხვალ და ზეგ კი გორში უნალექო ამინდია ნავარაუდევი

მეტეოროლოგების ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის ცალკეულ მონაკვეთებზე, დღეს, 13-დან 18 საათამდე პერიოდში, მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +22 გრადუსს მიაღწევს.

უნალექო ამინდი და + 25 გრადუსია ნავარაუდევი გორში 16 ივნისს.

მზიანი დღე და +27 გრადუსია მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 17 ივნისს, 18-19 ივნისს კი, შაბათს და კვირას, გორში ნავარაუდევია ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექი.

20 ივნისიდან, ორშაბათიდან, გორში გამოიდარებს.

კვირის ამბები