არის თუ არა „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა, - ამის შესახებ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უახლოეს დღეებში დაგეგმილ საგანგებო შეხვედრაზე იმსჯელებს.
მსოფლიოში, ბოლო კვირების განმავლობაში, „მაიმუნის ყვავილის“ 1 600-მდე შემთხვევა გამოვლინდა.
„ახალი ინფექციის - ,,მაიმუნის ყვავილის“ აფეთქება უჩვეულო და შემაშფოთებელია, რის გამოც, გადავწყვიტე, მოვიწვიო საგანგებო კომიტეტი ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, რათა შევაფასო, არის თუ არა ეს აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა”, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
ცნობისთვის, ჯანმომ საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა კორონავირუსის, ღორის გრიპის, პოლიოს, ზიკას და ებოლას გავრცელების გამო გამოაცხადა.