შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, გორში, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიება იმართება.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამ დღის აღნიშვნის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და შშმ პირების რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.
„14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა. თარიღთან დაკავშირებით, გორის კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი მართავს კონცერტს შშმ პირთა მონაწილეობით, ასევე შედგება მეგობრული მატჩი პარაოლიმპიურ სპორტ „ბოჩაში“ და მკალავჭიდში, ასევე, მოვაწყვეთ ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა. ღონისძიებაში ჩართულები არიან გორის, ქარელის და ხაშურის ცენტრების ბენეფიციარები“, - აცხადებენ გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში.