რჩევები
14.06.2022 15:37
გაეცანით, ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის კვირის რომელი დღეა ბედნიერი

ზოდიაქოს ყოველ ნიშანს აქვს თავისი ბედნიერი დღე. ასტროლოგების რჩევით, ჯობია, სწორედ ამ დღეს დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრა ან დაიწყოთ მნიშვნელოვანი საქმე.

გაეცანით, ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის კვირის რომელი დღეა ბედნიერი.

 ვერძი

ვერძებისთვის ბედნიერების მომტანი დღეები სამშაბათი და კვირაა. პარასკევს და შაბათს კი უნდა ერიდონ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას.

კურო

კუროსთვის კვირის საუკეთესო დღეებია ორშაბათი და პარასკევი. კუროსთვის უიღბლო დღედ მიიჩნევა ხუთშაბათი.

ტყუპები

ტყუპებს სამი ბედნიერი დღე აქვთ - ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ბედნიერი დღეებია ორშაბათი და ხუთშაბათი. სამშაბათს და შაბათს კი კირჩხიბს სიფრთხილე მართებს.

ლომი

ლომისთვის ბედნიერი კვირა დღეა. შაბათს კი ლომებს ასტროლოგები აქტიურობისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

ქალწული

ქალწულებს ერთი ბედნიერი დღე აქვთ - ოთხშაბათი, ხუთშაბათსა და პარასკევს კი ქალწულებს სიფრთხილე მართებთ გადაწყვეტილებების მიღებისას.

 სასწორი

სასწორებისთვის ბედნიერი დღეები პარასკევი და შაბათია, სამშაბათი და კვირა კი მათთვის  სახიფათოა.

მორიელი

მორიელებისთვის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ბედნიერი დღეა სამშაბათი.  ორშაბათს და პარასკევს კი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნისთვის ბედნიერი დღე ხუთშაბათია. წარუმატებელი დღეა სამშაბათი.

თხის რქა

თხის რქებისთვის იღბლიანი დღეებია შაბათი და სამშაბათი. კვირას და ხუთშაბათს კი ასტროლოგები თხის რქებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავშეკავებას ურჩევენ.

მერწყული

მერწყულებისთვის ბედნიერი დღეებია ოთხშაბათი და შაბათი. კვირას კი მერწყულმა მნიშვნბელოვანი არაფერი არ უნდა დაგეგმოს.

თევზები

თევზებს სამი ბედნიერი დღე ერგოთ - ორშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი. შედარებით სუსტია თევზების ენერგეტიკა ოთხშაბათს, შესაბამისად, ასტროლოგები ამ ნიშანს ურჩევენ, მნიშვნელოვანი საქმეები ამ დღისთვის არ დაგეგმოს.

კვირის ამბები