პროექტის „გორის სამოქალაქო ბიუჯეტი“ ფარგლებში, ღია კარის დღე და ახალგაზრდული კლუბის პრეზენტაცია გაიმართება
16 ივნისს, 20:00 საათზე პროექტის - „გორის სამოქალაქო ბიუჯეტი“ ფარგლებში, ღია კარის დღე და ახალგაზრდული კლუბის პრეზენტაცია გაიმართება.
ორგანიზატორების თქმით, აქტივობა გ. ერისთავის სახელობის თეატრის სკვერში გაიმართება და დაინტერესებულ პირებს სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.
„ახალგაზრდული კლუბი კამპანიის - „მე ვგეგმავ ჩემი ქალაქის ბიუჯეტს“ ფარგლებში ჩამოყალიბდა და მიზნად ისახავს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის განხორციელებაში. უნდა აღინიშნოს, რომ კლუბის წევრები, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოახდენენ საჭიროებების კვლევას და მენტორობას გაუწევენ მოსახლეობას სამოქალაქო ბიუჯეტისთვის საინიციტივო წინადადებების მომზადების პროცესში“, - აცხადებენ გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოში.