საზოგადოება
14.06.2022 12:24
როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ენერგეტიკის სექტორში, ამ გადმოსახედიდან, ტარიფების ზრდის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს - დავით ნარმანია

ამ ეტაპისთვის, რაიმე სახის მოცემულობა არ გვაქვს, რომელიც იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ტარიფები გაგვეზარდა, - ამის შესახებ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა დავით ნარმანიამ ტარიფების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით მედიისგან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„როგორ ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი გაზის ტარიფები მარეგულირებელ კომისიას დადგენილი აქვს. ამ ეტაპისთვის, რაიმე სახის მოცემულობა არ გვაქვს, რომელიც იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ტარიფები გაგვეზარდა. ამდენად, როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ენერგეტიკის სექტორში ჩვენ ვინარჩუნებთ სამომხმარებლო ტარიფებს და ამ გადმოსახედიდან ტარიფების ზრდის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კვირის ამბები