6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, გასული ერთი კვირის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 546 პირი.
„06 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით, დადასტურდა კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 546 პირი, გარდაიცვალა 3 პაციენტი. აღნიშნულ პერიოდში ჩატარდა 100 232 კვლევა ტესტით, მათ შორის - 92 556 ანტიგენ-ტესტით და 7 676 PCR ტესტით). ამ დროისთვის, ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს ომიკრონის B.A.2 შტამი“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში