საზოგადოება
13.06.2022 17:14
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვალერი თელია დაჯილდოვდა სამკერდე ნიშნით „უმწიკვლო სამსახურისთვის“

სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ვალერი თელია დაჯილდოვდა სამინისტროს სამკერდე ნიშნით - „უმწიკვლო სამსახურისთვის“ (15 წელი), - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამის ბრძანებაშია აღნიშნული.

15 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, ვალერი თელია შსს-ს თბილისის, აჭარისა და შიდა ქართლის სამმართველოებში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობდა.

კვირის ამბები