საზოგადოება
13.06.2022 16:30
უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დემოკრატიის მშენებლობის გზაზე თავისი 30 წლიანი ბრძოლით დაიმსახურა და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ,,თუ ვინმეს ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას”.

„დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ თუ ვინმეს ეკუთვნის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას. რომ ამბობენ, უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დემოკრატიის მშენებლობის გზაზე თავისი 30- წლიანი ბრძოლით დაიმსახურა და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე. ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კვირის ამბები