630 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ბინებს და მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში გადავცემთ, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ის მუნიციპალიტეტები დაასახელა, სადაც დევნილები საკუთრებაში ბინებსა და მიწის ნაკვეთებს მიიღებენ. კერძოდ, თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, გარდაბანში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ქარელში, მცხეთაში, ხონში, ბაღდათში, აბაშაში, ხობში, ხაშურში, ფოთსა და ზესტაფონში.
„ჯამში არის 630 დევნილი ოჯახი, რომელსაც გადაეცემა და დაუკანონდება სახელმწიფო ქონება. მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მოამზადა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში