გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში დღეს ნალექია მოსალოდნელი. წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება 20 საათამდე. წვიმასთან ერთად, ნავარაუდევია ელჭექიც, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +24 გრადუსს მიაღწევს.
ღრუბლიანობა, წვიმა და პერიოდულად ელჭექია მოსალოდნელი გორში 14 ივნისსაც, ჰაერი კი +23 გრადუსამდე გათბება.
პერიოდულად ღრუბლიანობა და ნალექი შენარჩუნდება გორის მუნიციპალიტეტში 15 და 16 ივნისსაც.
17 ივნისს, გორში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, დღე უნალექოდ ჩაივლის, 18 ივნისიდან რამდენიმე დღის განმავლობაში კი, კვლავ არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში