კულტურა
13.06.2022 14:16
გორის სამხატვრო სკოლა მხატვარ ნინო დაღელაშვილის სტუდიის მოსწავლეების გამოფენას მასპინძლობს

ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლა მხატვარ ნინო დაღელაშვილის სტუდიის მოსწავლეების გამოფენას მასპინძლობს.

გამოფენაზე, რომელიც 13 ივნისს, 17 საათზე გაიხსნება, სტუდიის სხვადასხვა ასაკის 33 მოსწავლე იღებს მონაწილეობას.

როგორც ,,გორის მაცნეს“ ნინო დაღელაშვილმა განუცხადა, გამოფენა გრაფიკულ ნამუშევრებს დაეთმობა და წარმოდგენილი იქნება ფერადი და შავ-თეთრი ფანქრით შესრულებული ნახატები.

,,ჩვენი სტუდიის ამგვარი მასშტაბური გამოფენა პირველად იმართება, თუმცა, დღემდე, რამდენიმე მოსწავლე ინდივიდუალურად მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენაზე. ამჯერად წარმოდგენილია გრაფიკა, 33 მოსწავლის ნამუშევრებს გაეცნობით. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სტუდიის მოზრდილი ასაკის რამდენიმე მოსწავლე ძალზე პერსპექტიული მხატვარია“, - განაცხადა ნინო დაღელაშვილმა.

კვირის ამბები