საზოგადოება
13.06.2022 13:29
უფლისციხის მაცხოვრებლები 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ, სასმელი წყალი სატესტო რეჟიმში უკვე გაეშვა

უფლისციხეში მცხოვრები 311 ოჯახი, სასმელი წყლის მიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, 24 საათიან წყალმომარაგებას მიიღებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილი, რეზერვუარი, საქლორატორო, წყალსადენი მაგისტრალი და გამანაწილებელი ქსელი, დამონტაჟდა ინდივიდუალური მრიცხველები.

კომპანიამ, რომელმაც შესაბამისი სამუშაოები განახორციელა, სასმელი წყალი სატესტო რეჟიმში უკვე გაუშვა.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სოფელში სასმელი წყლის სისტემა არ არსებობდა. წლების განმავლობაში, ადგილობრივები ინდივიდუალური ჭებით სარგებლობდნენ და წყლის ხარისხი არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის თქმით, ახალი სისტემით წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უფლისციხეში მცხოვრებთა საყოფაცხოვრებო პირობებს.

 

კვირის ამბები