ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,საქართველოში „მაიმუნის ყვავილის" ერთ საეჭვო შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს.
გაბუნიას ინფორმაციით, აღნიშნულ კვლევას გარკვეული დრო სჭირდება.
პაციენტი, რომელსაც იკვლევენ, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია.
,,ევროპის რეგიონში, მიმდინარე სეზონზე, ,,მაიმუნის ყვავილის" შემთხვევები უჩვეულოდ გავრცელდა. ჩვენთან ერთ საეჭვო შემთხვევაზე იყო საუბარი და მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა. როგორც მოგეხსენებათ, აქამდე ქვეყანაში ამ ტიპის კვლევა არ ჩატარებულა, ამდენად, ამას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში დასჭირდებოდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან კონსულტაციის შემდეგ მივიღეთ რეკომენდაცია, რომ სიმპტომური მკურნალობა საკმარისია.
,,მაიმუნის ყვავილის" ვირუსი გადაეცემა მჭიდრო კონტაქტის შედეგად. თუ რაიმე საეჭვო ნიშნებს შენიშნავს პირი, მაშინვე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. ნიშანი არის გამონაყარი, ტემპერატურა.
პაციენტის კლინიკურიმდგომარეობა, რომლის კვლევაც მიმდინარეობს, არის სრულებით დამაკმაყოფილებელი", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.