საზოგადოება
10.06.2022 15:21
ჩვეულებრივ ვაგრძელებ მუშაობას სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე - თამარ აფციაური

რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში, მომხმარებლები აქტიურად განიხილავენ ა(ა)იპ შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ აფციაურის შესაძლო გათავისუფლების საკითხს. აფციაურის მხარდასაჭერად, რამდენიმე დღის წინ, საკრებულოს შენობასთან აქციაც გაიმართა. რაც შეეხება თავად აფციაურის პოზიციას, მან გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე აგრძელებს მუშაობას და მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„ჩემი შესაძლო გათავისუფლების შესახებ სოციალური ქსელიდან შევიტყვე. ვიცი ჩემი მხარდამჭერი აქციის შესახებაც, მადლობას ვუხდი ამ ადამიანებს მხარდაჭერისთვის, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩემი გათავისუფლების შესახემ მოარული ხმები არ შეესაბამება სიმართლეს და ჩვეულებრივ ვაგრძელებ მუშაობას სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ მაქვს და თუ რამე შეიცვლება, ვნახოთ“, - ასე უპასუხა თამარ აფციაურმა საკრებულოს წევრის, ანი ბალიაშვილის შეკითხვას, რომელიც სწორედ მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ არსებული ინფორმაციის ავთენტურობის დადასტურებას შეეხებოდა.

კვირის ამბები