საზოგადოება
10.06.2022 12:38
გახდი იუნკერი - ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება 17 ივნისს იწურება

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის საკადემიაში იუნკერის სასწავლო კურსზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 17 ივნისს იწურება.

უმაღლესი სასწავლებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აკადემიის შიდა შესარჩევი ტურები გაიმართება შემდეგი თანმიმდევრობით: ტესტირება ფიზიკურ მომზადებაში - 2022 წლის 1 აპრილიდან 17 ივნისის ჩათვლით; ფსიქოლოგიური შერჩევა - 2022 წლის 30 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით; სამედიცინო შემოწმება - 2022 წლის 30 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან 24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებში რეგისტრაციისას აირჩევენ აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას.

აბიტურიენტმა თავდაცვის აკადემიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: განცხადება (შეავსებთ აკადემიის მიმღებ კომისიაში); ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და ნაბეჭდი) - 2 ეგზ; დაბადების მოწმობა (დედანი და ასლი) - 3 ეგზ; პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი) - 3 ეგზ; ზოგადი განათლების მოწმობა (დედანი და ასლი) - 3 ეგზ; დახასიათება ბოლო საქმიანობის ადგილიდან (სკოლიდან ან სასწავლებლიდან. დედანი და ასლი) - 2 ეგზ; ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი - 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში); შვილების დაბადების მოწმობის ასლები - 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში); ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები (მშობლები, მეუღლე, შვილები, და-ძმა) - 2 ეგზ; ოჯახის წევრების გარდაცვალების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ეგზ; მართვის მოწმობის (არსებობის შემთხვევაში. დედანი და ასლი) - 3 ეგზ; ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა დედანი და ასლი, covid 19-ის გადატანის შემთხვევაში მიეთითოს აღნიშნულ ფორმა 100-ში ავადმყოფობის ისტორია ) - 2 ეგზ; ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანოსი-დიფტერია. დედანი და ასლი) - 2 ეგზ; ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (დედანი და ასლი) - 2 ეგზ; ცნობა ნასამართლეობის შესახებ (დედანი და ასლი) - 2 ეგზ; ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სახელმწიფო გასაცემლების შესახებ (დედანი და ასლი) - 2 ეგზ; შრომის წიგნაკის (არსებობის შემთხვევაში. დედანი და ასლი) - 2 ეგზ; მიღებული სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ეგზ; წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (დედანი და ასლი) - 2 ეგზ; 6 ცალი ფოტოსურათი 3X4-ზე; CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით - 1 ცალი; მუყაოს საქაღალდე - 2 ცალი.

დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები უნდა წარადგინონ აკადემიის ადმინისტრაციულ შენობაში - ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი.

კვირის ამბები