გორის უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „კეხურა“, კვირას, 12 ივნისს, თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის შენობაში ქართული ლიგის ნახევარფინალში მონაწილეობს და გორელ გულშემატკივარს იწვევს. ფინალში გადასასვლელად, „კეხურა“, ნახევაფინალში ხუთ გუნდს დაუპირისპირდება.
როგორც გუნდის ვეტერანი, მამუკა (სკიპი) ნადირაძე აცხადებს, გულშემატკივარი დასწრებას უფასოდ შეძლებს. ტრანსპორტირებას და ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს გორის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.
მიკროავტუბუსები გორის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან 14:00 საათზე გავლენ.
შეგახსენებთ, გორის უნივერსიტეტის გუნდი „კეხურა“, 2015 წელს, მან-სან-კანის შემოდგომის სეზონის გამარჯვებული გახდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება