გორის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ატენში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას გეგმავს. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, სარეაბილიტაციო გზის საერთო სიგრძე 2 147 მეტრს შეადგენს და სამუშაოები სამ მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს.
მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, გათვალისწინებულია სარეაბილიტაციო გზის ორი მონაკვეთის მოასფალტება, შესასრულებელი სამუშაოების საერთო სიგრძე 880 მეტრია - გზის ერთი მონაკვეთი (540 მ.) ფუხანთუბანში მდებარეობს, მეორე (340 მ.) მონაკვეთი კი, ცომაანთხევს მიუყვება.
პროექტის მიხედვით, იგეგმება ტრანსპორტის სავალი ნაწილის, სანიაღვრეების, ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 702 215 ლარია, ტენდერი 1-ელ ივნისს გამოცხადდა, წინადადებების წარდგენის ვადა კი 22 ივნისს იწურება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში