საზოგადოება
08.06.2022 14:06
„სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“ - განაცხადების მიღება დაიწყო
პროექტის - „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 16 და მეტი ასაკის მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ იდეა და სურთ, აღნიშნული იდეა განხორციელდეს გორში, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საკუთარი წინადადების წარდგენა შეუძლიათ. 

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, მოქალაქეების იდეების განსახორციელებლად, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხა 28 ტერიტორიულ ზონაზე გადანაწილდება.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, იდეების მიღება 29 ივლისამდე გაგრძელდება. განაცხადის წარსადგენად აუცილებელია სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსება შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3GGW698 შევსებული ფორმა უნდა გაიგზავნოს ელ-ფოსტაზე: samokalakobiujeti.gori@gmail.com ან მერიას წარედგინოს ნაბეჭდი სახით (გრიგოლ ფერაძის №5).

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო ახორციელებენ. პროექტის მხარდამჭერები არიან „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ და გერმანული ორგანიზაცია - „პური მსოფლიოს.“
კვირის ამბები