„დაწყებით საფეხურზე ჭადრაკის სწავლების აქტუალური საკითხები მასწავლებლებისთვის“, - ამ სახელწოდების სატრენინგო კურსი უკვე დაიწყო პედაგოგებისთვის.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეგიდით, სასწავლო კურსი 2022 წლის 1 ივნისიდან დაიწყო და როგორც ცნობილია, 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, გადამზადებას 4 000-მდე მასწავლებელი გაივლის. ტრენინგებს ჭადრაკის დიდოსტატები, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები ატარებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარების მიზნით, 2022-2023 სასწავლო წლიდან, ჭადრაკი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში