08.06.2022 12:49
სოფელ კირბალში სკოლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში სკოლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, საპროექტო მონაკვეთის სიგრძე 1 563 გრძივი მეტრია და ცენტრალური გზიდან სკოლამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი პირველ ივნისს გამოაცხადა. რაც შეეხება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას, 404 510 ლარია. წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად, რეაბილიტირდება ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, განთავსდება საგზაო ნიშნები და ჰორიზონტალური მონიშვნები.