საზოგადოება
08.06.2022 12:40
რამდენ ქულაზე რა ფართია გათვალისწინებული - გორში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგის პროცესი იწყება
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, გორში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგის პროცესი იწყება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ უკვე განსაზღვრა, რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს.
„ერთოთახიანი ბინები გადაეცემათ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 5 ან მეტი ქულა; ოროთახიან და სამოთახიან ბინებს მიიღებენ დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 6,5 ან მეტი ქულა; ოთხოთახიანი ბინები კი იმ დევნილი ოჯახებზეა გათვლილი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 1,5 ან მეტი ქულა. მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ და ჯამში, 54 დევნილი ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებს“, - აცხადებენ აღნიშნულ უწყებაში. ცნობისთვის, დევნილ ოჯახებს, რომლებმაც გორში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადები შეავსეს, წინასწარი ქულა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიენიჭათ.

ცნობისთვის, დევნილ ოჯახებს, რომლებმაც გორში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადები შეავსეს, წინასწარი ქულა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიენიჭათ.
კვირის ამბები