2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა ივნისის შუა რიცხვების შემდეგ შეეძლებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას გამოცდების ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge-ზე შეძლებენ.
„გორის მაცნე“ გთავაზობთ პროცედურის თანმიმდევრობას, თუ როგორ უნდა ამობეჭდოთ საგამოცდო ბარათი: მას შემდეგ, რაც აპლიკანტები ვებსაიტზე ავტორიზაციას გაივლიან და საკუთარ პირად გვერდზე შევლენ, გამოჩნდება ღილაკი „დაბეჭდეთ თქვენი ბარათი“, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია საგამოცდო ბარათის გადმოტანა ფურცელზე, შემდეგ კი, ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს.
ცნობისთვის, საგამოცდო ბარათზე მითითებულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა რეკომენდაციები.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აბიტურიენტებს შეუძლიათ შავ-თეთრად, სტანდარტულ თაბახის ფურცელზე(A4).
იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი გამოცდაზე ბარათს ვერ წარადგენს, გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, საგამოცდო ბარათის წარდგენა პირადობის მოწმობასთან ერთად აუცილებელია. შესაბამისად, გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს, რომ რამდენიმე საგამოცდო ბარათი ამობეჭდონ, რაც მათ დოკუმენტის დაკარგვისგან გამოწვეულ პრობლემებს თავიდან ააცილებთ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, გორში საგამოცდო ცენტრი მესამე საჯარო სკოლის შენობაში იქნება განთავსებული.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.