საზოგადოება
07.06.2022 20:43
ძლიერი წვიმა და სეტყვა გორის მუნიციპალიტეტში
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დააზარალა გორის მუნიციპალიტეტი. ხანგრძლივი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა ნიაღვრებმა ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დატბორა. ყველაზე რთული ვითარება გორში, წმინდა წყლის ტერიტორიაზე, ე.წ. ბარაკების დასახლებასა და კომბინატის დასახლების ორ ლოკაციაზეა. ამასთანავე, რამდენიმე ქუჩაზე წყალი შევარდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე.
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი ბარჯაძის ინფორმაციით, ამ წუთებში მობილიზებულია ყველა სამსახური და მიმდინარეობს ინტენსიური წვიმის შედეგად შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციო შესაბამისი სამუშაოები.
კვირის ამბები