კულტურა
27.12.2019 13:07
სტალინის პირად ვაგონ-სალონს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსის შემადგენლობაში არსებულ სტალინის პირად ვაგონ-სალონს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა. აღნიშნული ინფორმაცია, Gmnews-ს, ნიკოლოზ ანთიძემ ახლახანს დაუდასტურა.
 
საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის სახელობის მუზეუმის კომპლექსში 1985 წლიდან შედის სტალინის პირადი ვაგონი, რომლითაც იოსებ ჯუღაშვილმა თეირანში, იალტასა და პოსტდამში იმგზავრა. სტალინის ვაგონი, წლების განმავლობაში, როსტოვის რკინიგზის ერთ-ერთ ჩიხში იყო გაჩერებული. 90 ტონამდე სიმძიმისა და 25 მეტრი სიგრძის ვაგონი, 1915 წელს, რუსეთის იმპარატორის ბრძანებით დამზადდა. კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის ინტერიერს შეადგენს: ტამბური, დერეფანი, სამზარეულო რუსული ღუმელით, სამი ორ ადგილიანი კუპე, სააბაზანო ოთახი ტუალეტით, ი.ბ. სტალინის კაბინეტ-საძინებელი და სალონი-სათათბირო.
კვირის ამბები