გორში „მხარდაჭერის სახლი“ გაიხსნა. პროექტს ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA) აფინანსებს და Hilfswerk International-ის მიერ ხორციელდება შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“, „საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი“.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ხანდაზმულებისთვის შინმოვლის და ჯანსაღი დაბერების მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, გააძლიეროს მათი მდგომარეობა საზოგადოებაში და უზრუნველყოს მათი უფლებების განხორციელება. პროექტი საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში ხორციელდება.
,,მხარდაჭერის სახლის“ გორის ფილიალის გახსნას ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) საქართველოში საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ კარნერი, Hilfswerk International-ის რეგიონალური მენეჯერი სამხრეთ კავკასიასა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში ნიკოლ მარია ბაუერი, საქართველოში მოქმედი პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, გორის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი ნიკა ღვინიაშვილი და გორისა და ატენის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი ანდრია დაესწრნენ.
,,მხარდაჭერის სახლის“ პრეზენტაციაზე გაიმართა ხანდაზმულთა მიერ შესრულებული ხელსაქმისა და მხატვრული ნამუშევრების გამოფენაც.