საზოგადოება
07.06.2022 14:22
7 ივნისი სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეა
გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ, 2018 წელს, 7 ივნისი სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. აღნიშნული თარიღი მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, წელს, მეხუთედ აღინიშნება.

როგორც თარიღის დაარსების ინიციატორები აცხადებენ, აღნიშნული დღის დაწესება კიდევ ერთხელ ცხადყოფს სურსათის უვნებლობის მნიშვნელობას მსოფლიოსთვის და იმ გამოწვევებს, რომელიც ამ სფეროში არსებობს. კვების უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ქვეყნის კეთილდღეობასთან, სოფლის მეურნეობასთან, ბიზნესთან, ტურიზმთან და, ზოგადად, ეკონომიკის მდგრად განვითარებასთან.

2022 წელს, სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია - სურსათის უვნებლობა ყველას საქმეა.
„სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის ეს სლოგანი არის შეხსენება, რომ ჩვენ ყველას გვაკისრია როლი სურსათის უვნებლობის შენარჩუნებაში. ჩვენ უნდა დავაყენოთ უვნებლობის პრიორიტეტი სურსათის მიწოდების მთლიან ჯაჭვში - ფერმიდან მაგიდამდე! ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიმოქმედოთ!“ , - აცხადებენ კავვკასიის გარემოსდაცვით ორგანიზაცია CENN - ში.
კვირის ამბები