ლიგა 3-ის მორიგ ტურში, გორელები დუშეთის „არაგვს“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გუშინ, თბილისში, მარაკანას“ სტადიონზე გაიმართა და გორელების გამარჯვებით - 0:3 დასრულდა.
მატჩში პირველი გოლი მასპინძლებმა, მეოთხე წუთზე, გაიტანეს, თუმცა, ოთარ სამუშიას გოლი, რამდენიმე წუთში, გიორგი ცეცხლაძემ გაათანაბრა.
34-ე წუთზე „გორი“ ერეკლე ტაბატაძის გოლით დაწინაურდა, მეორე ტაიმში კი, ნოდარ ნოზაძემ მატჩის საბოლოო ანგარიში - 1:3 დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ „გორი“ კვლავ ლიგა 3-ის ლიდერია. გორელებს 10 ტურში 20 ქულა აქვთ, ისევე როგორც „კოლხეთი 1913“-ს და „ბორჯომს“, თუმცა ჩვენს გუნდს მეტოქეებთან შედარებით უკეთესი ბურთების სხვაობა აქვთ და ამის ხარჯზე ჯობნიან კიდეც მათ.
მომდევნო ტურში, „გორი“ „ირაოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 14 ივნისს, გორში, „ქართლის“ სტადიონზე გაიმართება და 17:30 საათზე დაიწყება. გორელების მეტოქე ჩატარებული ათი მატჩიდან 15 ქულის მფლობელია და ამ შედეგით, სატურნირო ცხრილის მერვე ადგილზე იმყოფება.