საზოგადოება
07.06.2022 13:45
ატენის საჯარო სკოლაში ენისა და მეტყველების თერაპევტის ვაკასიაა
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის საჯარო სკოლა ენისა და მეტყველების თერაპევტის ვაკასიას აცხადებს, რომელიც კვირაში 6 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი მეტყველების თერაპიაში (ლოგოპედია). აუცილებელია ენისა და მეტყველების მიმართულებით კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფლობაც.

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 230-240 ლარია. მსურველმა განაცხადი 11 ივნისის ჩათვლით, ელექტრონულად, www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, უნდა გაგზავნოს.

სამუშაოს დაწყების თარიღად 15 სექტემბერია მითითებული.
კვირის ამბები