საზოგადოება
07.06.2022 12:56
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სამაგისტრო და მასწავლებელთა გამოცდების განრიგი გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, 2022 წლის საგნის, პროფესიული უნარების, უფროსი სპეციალური მასწავლებლის, ასევე, სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდების განრიგი გამოაქვეყნა.

ნაეკ-ის ცნობით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდა 6 ივლისს (მეორე სესია) გაიმართება, რაც შეეხება საერთო სამაგისტრო გამოცდა, აპლიკანტები ტესტირებას 26 და 27 ივლისს გაივლიან: 26 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა და 27 ივლისი (პირველი  და მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა

6 ივლისი (მეორე სესია) – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;

7 ივლისი (პირველი სესია):

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);

ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);

ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);

7 ივლისი (მეორე სესია):

მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);

მუსიკა;

სამოქალაქო განათლება (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

14 და 15 ივლისი (პირველი  სესია)

 პროფესიული უნარები;

14 ივლისი (მეორე სესია)

 ბიოლოგია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

15 ივლისი (მეორე სესია):

გეოგრაფია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

აზერბაიჯანული ენა;

19 ივლისი (მეორე სესია)

ქიმია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

20 ივლისი (პირველი სესია)

ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

მათემატიკა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

სომხური ენა;

21 ივლისი (პირველი სესია)

ისტორია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

სპორტი;

ფიზიკა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

22 ივლისი (პირველი სესია)

ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;

გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;

ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;

რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;

ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - წერითი ნაწილი;

24 ივლისი

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი;

25 ივლისი

ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;

რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;

გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;

ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;

ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი.

როგორც ცნობილია, წელს, აპლიკანტებს საგამოცდო ცენტრებში პირბადი სტარების ვალდებულება არ ექნებათ.

 

კვირის ამბები