ბერშუეთის, ხიდისთავის, ნიქოზისა და ბნავისი-წედისის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერთან, ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად გაეცნო.
გულედანის თქმით, ოთხივე პროექტი ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება და ადგილობრივი მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურით სარგებლობას შეძლებს.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და ჯამში, მის განსახორციელებლად 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზების რეაბილიტაციასთან ერთად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოიცავს ეზოებში შესასვლელებისა და სანიაღვრე არხების მოწყობასაც.