2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები 22 ივლისს, სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.
„გორის მაცნე“ გთავაზობთ საგამოცდო განრიგს:
ქართული ენა და ლიტერატურა:
4 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
5 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
6 ივლისი (პირველი სესია);
4 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;
8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - მათემატიკა;
უცხოური ენა:
11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
13 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა;
13 ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა;
13 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
13 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული ენა;
ფიზიკა:
14 ივლისი (მეორე სესია);
ლიტერატურა:
14 ივლისი (მეორე სესია);
ქიმია:
15 ივლისი (მეორე სესია);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება:
15 ივლისი (მეორე სესია);
ისტორია:
18 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
19 ივლისი (პირველი სესია);
ზოგადი უნარები:
19 ივლისი (მეორე სესია);
ბიოლოგია:
20 ივლისი (მეორე სესია);
გეოგრაფია:
21 ივლისი (მეორე სესია);
სამოქალაქო განათლება:
22 ივლისი (პირველი სესია).
როგორც ცნობილია, წელს, საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტებს პირბადის ტარების ვალდებულება აღარ ექნებათ.