სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, დღეეს რიგით 107-ე შეხვედრაა დაგეგმილი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს და ყველა იმ ინციდენტს განიხილავენ, რომელიც წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს დააყენებენ.
განიხილავენ ჰუმანიტარულ საკითხებსაც, რომელთა შორის ერთ-ერთი, საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვაა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში წინა შეხვედრა 12 აპრილს გაიმართა.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი