დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 52 ეკომიგრანტ ოჯახს სახლს შეუსყიდის. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ოჯახები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად უკვე შეარჩია.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, ეკომიგრანტი ოჯახები მათთვის სასურველ რეგიონში შესაძენ სახლებს თავადვე შეარჩევენ.
კომისიის გადაწყვეტილებით, ახალი სახლების შესყიდვის პარალელურად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობებში მცხოვრებ 140-მდე ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა.