გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 7 ივნისიდან მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, პერიოდულად ღრუბლიანობა და ნალექია მოსალოდნელი, ნავარაუდევია ტემპერატურის კლებაც.
7 ივნისს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია ღრუბლიანობა, წვიმა და ელჭექი ღამის საათებში და დღის მეორე ნახევარში - 14-დან 19 საათამდე.
8 ივნისს მოსალოდნელია +27 გრადუსი, ღრუბლიანობა და პერიოდულად წვიმა და ელჭექი.
+ 25 გრადუსი, ნაწილობრივ ღრუბლიანობა და ნალექია ნავარაუდევი გორში 9 ივნისს.
+27, ეტაპობრივად ღრუბლიანი ამინდი და მუნიციპალიტეტის ცალკეულ მონაკვეთებზე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი 10 ივნისსაც.
ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი და მცირე ნალექია მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტის ცალკეულ მონაკვეთებზე მომდევნო დღეების განმავლობაშიც.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს