საზოგადოება
06.06.2022 12:05
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 7-9 ივნისს, გორის გვირაბში მოძრაობა იზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გორის საავტომობილო გვირაბში, 7-დან 9 ივნისის ჩათვლით, ეტაპობრივად აიკრძალება მოძრაობა.  

,,თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 7 ივნისის 00:00სთ-დან, 9 ივნისის 00:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 9 ივნისის 00:00სთ-დან, 11 ივნისის 00:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

კვირის ამბები