სპორტი
06.06.2022 11:42
თბილისის გრანდ სლემზე მოპოვებული 14 მედლიდან, 5 გორელების ანგარიშზეა

ძიუდოისტთა თბილისის გრანდ სლემზე, სადაც მსოფლიოს 4 კონტინენტის 36 ქვეყნის 278 სპორტსმენი მონაწილეობდა, საქარ|თველოს ნაკრებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს აღება შეძლო, მათგან 5 მედალი გორელების ანგარიშზეა. ოქროს მედლები ბექა ღვინიაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და თემურ ნოზაძემ მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლები ხვდათ ვაჟა მარგველაშვილსდ და გიორგი ტერაშვილს. ძიუდოს კლუბ ,,გოლდენ გორის" წევრია საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ოქროსმედალოსანი გელა ზაალიშვილიც.

საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მიულოცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც. ,,საქართველოს ნაკრების ისტორიული შედეგი თბილისის გრანდ სლემზე - 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო!

ოქროს პრიზიორები გახდნენ: ონისე სანებლიძე, ბექა ღვინიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, თემურ ნოზაძე და გელა ზაალიშვილი.

ვულოცავ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს ამ დიდ გამარჯვებას და კვლავაც წარმატებებს ვუსურვებ“, - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვის ტექსტში.

კვირის ამბები