საზოგადოება
06.06.2022 11:25
გორში, სოხუმის ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება, მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა
სოხუმის ქუჩის რეაბილიტაცია გორში მალე დაიწყება.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

„კომბინატის დასახლებაში მდებარე სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 210 მეტრია. ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, იგეგმება ტროტუარის რეაბილიტაციაც. რაც შეეხება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას, 221 035 ლარია. ზემოხსენებული ტენდერი პირველ ივნისს გამოცხადდა და ამ დროისთვის მიმდინარეობს“, - აცხადებენ მერიაში.
კვირის ამბები