საზოგადოება
06.06.2022 11:16
ჩერქეზიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. რეაბილიტირებულ ქუჩებს, მალე, ჩერქეზიშვილის ქუჩა შეემატება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ბორდიულებისა და ტროტუარების მოწყობა მიდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 138 მეტრია.

პროექტი ითვალისწინებს, როგორც ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ასევე ტროტუარებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობას.
კვირის ამბები