სამართალდამცავებმა გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი დაადგინეს, მოზარდი თავს კარგად გრძნობს. აღნიშნული ინფორმაცია GMnews-ს იმ საოჯახო სახლის მენეჯერმა დაუდასტურა, სადაც 16 წლის გოგო ცხოვრობს.
,,მივიღეთ ინფორმაცია, რომ პოლიციამ გაუჩინარებული გოგონას ადგილსამყოფელს მიაგნო, მოზარდი კარგადაა. სხვა მოლოდინი არც გვქონია, მას კარგად ვიცნობთ და ვიცოდით, რომ ცუდი არაფერი მოხდებოდა. არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვას ვერაფრს გეტყვით, მთავარი ისაა, რომ ბავშვი კარგად არის“, - განაცხადა საოჯახო სახლის მენეჯერმა ხვიჩა პოსოშვილმა.
გოგონა, რომელიც გორის საოჯახო სახლში ცხოვრობს, 22 დეკემბერს გაუჩინარდა. საოჯახო სახლის ადმინისტრაციამ გოგონას ადგილსამყოფელის დადგენა ჯერ ახლობლებთან სცადა, შემდეგ კი, პოლიციას მიმართა. ოფიციალურად, სამძებრო სამუშაოები 26 დეკემბიდან მიმდინარეობდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება