თბილისში ჩატარდა საქართველოს პირველობა კიკბოქსინგში, რომელშიც გორელმა კიკბოქსიორებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
პირველობა სამ ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობდა (2007-2008, 2009-2010 და 2011-2012 წწ. დაბადებულებს შორის).
გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის კიკბოქსიორთაგან, მედლის მფლობელები გახდნენ:
ოქრო - ვახტანგ ჭოჭელი, საბა ტერმაკოზაშვილი;
ვერცხლი - ნინო კეჩხუაშვილი, ცოტნე გაბაძე;
ბრინჯაო - ნიკოლოზ მწარიაშვილი, ნიკოლოზ კობლიაშვილი, ალეკო წკრიალაშვილი.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს