საზოგადოება
03.06.2022 12:25
საქართველოში ყველაზე მეტად სურსათი და სასმელები, საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი და ტრანსპორტი გაძვირდა - სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2022 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 1.1 % შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურისინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი, გადასახადი საცხოვრებელზე, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ნაწარმი, ხილი, პური და პურპროდუქტები, თევზეული, ზეთი და ცხიმი, მინერალური წყალი.

რაც შეეხება კონკრეტულ მაჩვენებელს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასების ზრდა სხვადასხვა ჯგუფზე ამგვარად გამოიყურება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 22%

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 7.5%

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 0.3%

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი - 16.1%

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 9.2%

ჯანმრთელობის დაცვა - 2%

ტრანსპორტი - 20%

კავშირგაბმულობა - 0.8%

დასვენება, გართობა, კულტრურა - 2.3%

განათლება - 3.2%

სასტუმროები, კაფეები, რესტორნები - 12.6%

სახვადასხვა საქონელი და მომსახურება - 6.6%

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე.

კვირის ამბები