კულტურა
03.06.2022 11:49
„სიყვარული შობს სიყვარულს“ - გორის თეატრი სპექტაკლს ზესტაფონელ ბავშვებს წარუდგენს
საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, გ. ერისთავის სახელობის გორის თეატრი წარმოდგენას ზესტაფონში გამართავს.
უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულ თეატრს გორის თეატრი 6 ივნისს ეწვევა და მოზარდებს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის - ,,იავნანამ რა ჰქმნა?!“-ს მოტივებზე დადგმულ სპექტაკლს - ,,სიყვარული შობს სიყვარულს“ წარუდგენს.
„ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა გადაწყვიტა, გამართოს „ბავშვთა თეატრალური კვირეული“ მათი პიროვნული განვითარებისთვის. სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში, ერისთავის თეატრი წარადგენს სპექტაკლს „სიყვარული შობს სიყვარულს“. იავნანას მაგიური და ჯადოსნური ძალა სპექტაკლს ყველა თაობის მაყურებლისთვის გასაგებს და საინტერესოს ხდის. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით. მხარდამჭერი კი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია გახლავთ“, - აცხადებენ ერისთავის სახელობის თეატრში.
კვირის ამბები