კულტურა
02.06.2022 15:57
გორის თეატრს ირანელი მსახიობები ეწვევიან, ქართულ ენაზე სპექტაკლს ფერეიდნელი ქართველი წარადგენს
თეატრალური კვირეულის ფარგლებში, 4 ივნისს, გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულ თეატრს ირანელი მსახიობები ეწვევიან. უცხოელი არტისტები გორელ თეატრისმოყვარულებს საკუთარი რეპერტუარიდან სპექტაკლს, სახელწოდებით - „მარშმელოუ“ წარუდგენენ.
როგორც გორის თეატრში ამბობენ, ქართულ ენაზე სპექტაკლს ფერეიდნელი ქართველი წარადგენს.
„ეს არის მონოსპექტაკლი - ქაღალდის თეატრი ბავშვებისა და ოჯახისთვის. სიუჟეტი შელ სილვერსტეინის „ლაფკადიოს" მოთხრობიდანა და გახლავთ ლომის ისტორია ჯუნგლებში, რომელმაც იპოვა იარაღი და ისწავლა სროლა. ის ცნობილი მსროლელი გახდა. წავიდა ცირკში, იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო, თავი იგრძნო ადამიანად და ერთი სიტყვით, ეს არის ზღაპარი იდენტობის კრიზისებზე“, - აცხადებენ გორის თეატრში.
კვირის ამბები