სპორტი
02.06.2022 13:56
ხვალ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გორში გამართავს

საქართველოს 21-წლამდე ახალგაზრდული ნაკრები, ხვალ, 3 ივნისს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე რუმინეთს დაუპირისპირდება.

შეხვედრა ამხანაგური იქნება და 21:00 საათზე დაიწყება. ამასთან, როგორც ცნობილია, მატჩზე დასასწრები ბილეთები არ გაიყიდება და გულშემატკივარს შეხვედრაზე დასწრება თავისუფლად შეეძლება.

რუმინელებთან მატჩისთვის, 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის გორის „დილას“ ორი მოთამაშე - მეკარე დემეტრე ბულისკერია და ნახევრმცველი ნიკა გაგნიძე.

ასევე, ცნობილია, რა შემადგენლობით ითამაშებს საქართველო: მეკარეები - თორნიკე მეგრელიშვილი („საბურთალო“), დემეტრე ბულისკერია („დილა“ გორი), ლუკა ხარატიშვილი („შუქურა“ ქობულეთი);

მცველები - ცოტნე კაპანაძე („თელავი“), ივა გელაშვილი („სპარტა პრაღა“, ჩეხეთი), ლაშა კვარაცხელია („დაუგავპილსი“, ლატვია), მათე აბულაძე („ტორპედო“ ქუთაისი), სანდრო კალანდაძე („დინამო“ თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა („კადისი B“, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე („დინამო“ თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი („საბურთალო“), საბა ხვადაგიანი („დინამო“ თბილისი);

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე („დილა“ გორი), შოთა ნონიკაშვილი („საბურთალო“), გიორგი მოისწრაფიშვილი („დინამო“ თბილისი), ბექა დარცმელია („ლოკომოტივი“ თბილისი), შაკო ოგბაიძე („ვიქტორია ბერლინი“, გერმანია), ნიკა ხორხელი („სიონი“ ბოლნისი), გიორგი გულიაშვილი („საბურთალო“), ლევან ოსიყმაშვილი („დინამო“ თბილისი), ლუკა გაგნიძე („რაკოვი“, პოლონეთი);

თავდასხმელები - გიორგი გაგუა („დეპორტივო ალავესი“, ესპანეთი), შოთა შეყილაძე („ლოკომოტივი“ თბილისი).

შეგახსენებთ, რომ საქართთველოსა და რუმინეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ბოლო მატჩი 2021 წლის სექტემბერში გაიმართა. ქალაქ ვოლუნტარიში ჩატარებული შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.

კვირის ამბები