საგანმანათლებლო პროექტის - „მართე შენი მუნიციპალიტეტი“ მონაწილეებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შეხვდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა აქტივობაში ჩართულ ახალგაზრდებს პროგრამით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და შესაბამის სიგელებთან ერთად, წიგნების მაღაზია „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.
პროექტის ფარგლებში, უფროსკლასელმა მოსწავლეებმა ერთი სამუშაო დღე გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებთან ერთად გაატარეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, აქტივობაში 12 მოსწავლე მონაწილეობდა. ახალგაზრდებს, გორის მუნიციპალიტეტის მერმა, მერის მოადგილებმა და უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს და მერიაში მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.