საზოგადოება
02.06.2022 12:29
„ნუ წაართმევ ბავშვობას“ - შინაგან საქმეთა სამინისტრო ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციისთვის კამპანიას იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო სახელწოდებით - „ნუ წაართმევ ბავშვობას“.

კამპანიის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული კატეგორიის საქმეების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფასაც.
კამპანიის პრეზენტაციაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან და შვედეთის სამეფოს ელჩთან საქართველოში ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

კვირის ამბები