საზოგადოება
02.06.2022 11:02
უახლოესი ოთხი დღის განმავლობაში გორში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი +32 გრადუსს მიაღწევს

2-დან 5 ივნისის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +32 გრადუსს მიაღწევს.

6 ივნისს, ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსით დაიკლებს, ნავარაუდევია ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი, მუნიციპალიტეტის ცალკეულ მონაკვეთებზე კი მოსალოდნელია წვიმაც.

7-11 ივნისს კი ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, დაფიქსირდება პერიოდულად ღრუბლიანობა და მცირე წვიმა.

კვირის ამბები