შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, შიდა ქართლში შუახნის მამაკაცი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით მიმდინარეობს - გაუპატიურების მცდელობა, არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
დაკავებულ მამაკაცს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში მოხდა.