უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე დაღუპული და დაშავებული ბავშვების რაოდენობაზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს უკრაინის გენერალური პროკურატურა.
ირინა ვენედიქტოვას უწყების ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 243 ბავშვი დაიღუპა და 446 დაშავდა. ამავე ინფორმაციით, თებერვლის შემდეგ უკრაინაში 1937 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 181 კი სრულად განადგურდა.
ვენედიქტოვას უწყების ცნობით, ეს ციფრები სრულყოფილი არ არის, ვინაიდან, არ მოიცავს გარდაცვლილებს და დაჭრილებვს იმ ადგილებში, სადაც ამ ეტსაპხზე კვლავ გრძელდება აქტიური საომარი მოქმედებები და ასევე არ მოიცავს იმ ტერიტორიებს, რომლებიც რუსულ ძალებს აქვთ დაკავებული.
1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, უკრაინაში ბავშვების მდგომარეობაზე ინფორმაციას აქვეყნებს გაეროს ბავშვთა ფონდი. UNICEF-ის მონაცემებით, 5 მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული. მათგან დაახლოებით სამი მილიონი ბავშვი უკრაინაში იმყოფება, 2.2 მილიონი კი - საზღვრებს გარეთ.